ჩვენ ციფრული მხარდამჭერები 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ ადგილს სახელწოდებით ტექნოპარკი.ამ ადგილმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,და გამიჩინა სურვილი რომ მეც გავმხდარიყავი ამ ადგილის ნაწილი.პირველ რიგში რაც დამამახსოვრდა არის ლაზერული მჭერლის ოთახი,სადაც შესაძლებელი იყო ნებისმიერი ფორმის ხეზე სასურველი გამოსახულების აღბეჭვდა. ასევე საინტერესო იყო 3D პრინტერი რომლისგანაც შექმნილი იყო მანქანის მოდელები.და ამ მანქანების რეალური მოდელები უკვე BMW და Mersedes-ის ცენტრში განიხილება და გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ ზუსტად ამ მანქანის მოდელებს ვიხილავთ BMW და Mersedes-ის სერვის ცენტრებს მიერ გამოშვებულს.
კიდევ რაც დამამახსოვრდა არის აპარატურა რომელიც ქარგავს ნაჭერზე,მატერიაზე,სხვადასხვა გამოსახულებებს.ასევე არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო მადლიანი წყლის ბოთლი რომელიც შესვლისთანავე მოგვხვდა თვალში.ვიცი სასსაცილოდ მოგეჩვენებათ მაგრამ იმ წუთას ოქროს ფასი ქონდა.
ამ ადგილას ყველა ახალგაზრას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას,ამაში იქ მომუშავენი მაქსიმარურად შეუწყობენ ხელს.მთავარია მხოლოდ სწავლა,შრომა და მონდომება
No comments:
Post a Comment