ეს ბლოგი მოამზადა მარიამ ქამუშაძემ

დავათვალიეროთ შიგნიდან

ნიკორწმინდის ტაძარი განათებულია თვრამეტი სარკმლით.როგორც სარკმელებს,ისე ყოველ სვეტს,შესასვლელებსა და თაღს მოჩუქურთმებული არშიები მიუყვება. შესასვლელებსა და სხვა თვალსაჩინო ადგილებში მოთავსებულია რელიეფური სცენები: ,,ფერიცვალების", ,,ქრისტეს მეორედ მოსვლის", ,,ჯვართამაღლების", ასევე ,,ტახტზე მჯდომი მაკურთხებელი იესო ქრისტეს", ,,წმინდა გიორგისა " და ,,წმინდა თეოდორეს" გამოსახულებები.ნიკორწმინდა ჩუქურთმოვანი მორთულობის ნამდვილი საგანძურია. მნიშვნელოვანია რელიეფებიც, რომელთა მხატვრულ ღირსებასთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შემორჩნილ ძეგლებს შორის ის ერთადერთია, სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული.ტაძრის მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება და საკმაოდ კარგადაა ჩვენამდე მოღწეული . წარმოდგენილია სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულების ფრესკები, ასევე წინასწარმეტყველების, წმინდა მამების, წმინდანების გამოსახულებები. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტებიც რომელთაც მხედრული ანბანით შესრულებული წარწერები ამშვენებს.ასე რომ,ძვირფასო მკითხველო შენ თუ ხარ ნიკორწმინდაში დამყოფი ჩათვალე რომ შენი მშურს(კეთილად)რადგან ეს ადგილი თითოეული ქართველისათვის ღირებული,ულამაზესი და უწმინდესია.😍😍



No comments:

Post a Comment

ნიკორწმინდის მონასტერი-კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა

პოპულარული პოსტები

Powered by Blogger.

გამოქვეყნებული პოსტები

ჩემი აზრი+შეფასება

ნიკორწმინდის ტაძარი მართლაც ერთ-ერთი ღირებული და მნიშვნელოვანი ძეგლია საქართველოსათვის.მე ჯერ პირადად იმის საშუალება არ მქონია რომ ამ ადგილისათვის მესტუმრა,თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ეს დროც მოვა,მთელი ცხოვრება წინ მაქვს ჯერ მხოლოდ 13 წლის ვარ.მშობლებისაგან ვიცი რომ მართლაც ენით აუღწერელია ის მომენტი როდესაც პირველად დაინახავ რეალობაში ნიკორწმინდის ტაძარს.ის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა