ეს ბლოგი მოამზადა მარიამ ქამუშაძემ

ზოგადი ინფორმაცია


მე ამ ბლოგით შევეცდები გაგაცნოთ ნიკორწმინდის ტაძარი როგროც ქართული ისტორიის უძვირფასესი ძეგლი და დაგანახოთ მისი საუკეთესო მხარეები
    ნიკორწმინდის ტაძარი-ეროვნული         ხუროთმოძღვრების მიერ შექმნილი შედევრი,ის მდებარეობს,ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში.აგებულია XI საუკუნეში,1010-1014 წლებში მეფე-ბაგრატ III-ის დროს.ხოლო ეს ის დროა როდესაც დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორატიულ გაფორმებას,შესაბამისად მისი დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.მას თავისი არსებობის მანძილზე დიდი და სერიოზული ცვლილებები არ განუცდია,თუმცა აღსანიშნავია ის რომ ტაძრის გუმბათი დღესაც ძველებური სახითაა შემორჩენილი.ნიკორწმინდა მოიხსენიება რაჭის საეპისკოპო ტაძრად მას შემდეგ რაც 1534 წელს იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა.ნიკორწმინდა დღემდე შემორჩენილ ძეგლებს შორის ერთადერთია სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული,სხვაგან ისინი ან დაკარგულია, ან გადაადგილებულია.XI საუკუნის ტაძრებიდან მხოლოდ მანგლისს და ნიკორწმინდას აქვს პირვანდელი გუმბათები. სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი რატომაც დამაინტერესდა ეს უძვირფასესი ისტორიის ძეგლი. ალბათ თქვენც მეთანხმებით ძვირფასო მკითხველებო.

გაზიარება:

No comments:

Post a Comment

ნიკორწმინდის მონასტერი-კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა

პოპულარული პოსტები

Powered by Blogger.

გამოქვეყნებული პოსტები

ჩემი აზრი+შეფასება

ნიკორწმინდის ტაძარი მართლაც ერთ-ერთი ღირებული და მნიშვნელოვანი ძეგლია საქართველოსათვის.მე ჯერ პირადად იმის საშუალება არ მქონია რომ ამ ადგილისათვის მესტუმრა,თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ეს დროც მოვა,მთელი ცხოვრება წინ მაქვს ჯერ მხოლოდ 13 წლის ვარ.მშობლებისაგან ვიცი რომ მართლაც ენით აუღწერელია ის მომენტი როდესაც პირველად დაინახავ რეალობაში ნიკორწმინდის ტაძარს.ის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა