მე ამ ბლოგით შევეცდები გაგაცნოთ ნიკორწმინდის ტაძარი როგროც ქართული ისტორიის უძვირფასესი ძეგლი და დაგანახოთ მისი საუკეთესო მხარეები
ნიკორწმინდის ტაძარი-ეროვნული ხუროთმოძღვრების მიერ შექმნილი შედევრი,ის მდებარეობს,ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში.აგებულია XI საუკუნეში,1010-1014 წლებში მეფე-ბაგრატ III-ის დროს.ხოლო ეს ის დროა როდესაც დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორატიულ გაფორმებას,შესაბამისად მისი დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.მას თავისი არსებობის მანძილზე დიდი და სერიოზული ცვლილებები არ განუცდია,თუმცა აღსანიშნავია ის რომ ტაძრის გუმბათი დღესაც ძველებური სახითაა შემორჩენილი.ნიკორწმინდა მოიხსენიება რაჭის საეპისკოპო ტაძრად მას შემდეგ რაც 1534 წელს იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა.ნიკორწმინდა დღემდე შემორჩენილ ძეგლებს შორის ერთადერთია სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული,სხვაგან ისინი ან დაკარგულია, ან გადაადგილებულია.XI საუკუნის ტაძრებიდან მხოლოდ მანგლისს და ნიკორწმინდას აქვს პირვანდელი გუმბათები. სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი რატომაც დამაინტერესდა ეს უძვირფასესი ისტორიის ძეგლი. ალბათ თქვენც მეთანხმებით ძვირფასო მკითხველებო.